Saturday, October 14, 2017

დღე 9

     ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე  ჩვენი ნამუშევრების შეფასება- გადამოწმებით  დავიწყეთ, გადავამოწმე თუ რა  დავალება მქონდა შეუსრულებელი და ვფიქრობ სრულყოფილად შევასრულე ჩვენი სატრენინგო დავალება, ზოგადად ამ ტრენინგმა მასწავლა და მომცა ცოდნა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ და რანაირად შეიძლება მივცე დავალება მოსწავლეებს პროექტთან დაკავშირებით  და აგრეთვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ასეთი თბილი ურთიერთობისთვის.

Sunday, October 8, 2017

დღე 8

   ძალიან, ძალიან საინტერესო და შრომატევადი დღე იყო,  ვიმუშავეთ და შევისწავლეთ თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია  კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში, შემდეგ ვიმუშავეთ  და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო თუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პაქტიკის გამოყენების მიზნით, ამ მხრივ ჩემი ცნობიერება ძალიან ამაღლდა და რა თქმა უნდა მადლობა ტრენერს...  შემდეგ ვიმუშავეთ თუ როგორ ავტვირთოთ ბლოგზე ბმულები და გამოვაქვეყნოთ.

Saturday, October 7, 2017

დღე 7

    ტრენინგის მეშვიდე დღე ჩვენი შესრულებული პრეზენტაციების დავალებების გარჩევით დავიწყეთ, და ვიტყოდი მეტად საინტერესო იყო.  შემდეგ ვიმსჯელეთ და გავიგე რომ არსებობს დიფერენცირებული სწავლების 4 მეთოდი.
  • შინაარსი—გაითვალისწინეთ, რა სჭირდებათ მოსწავლეებს, რომ ისწავლონ, ან როგორ იღებენ საჭირო ინფორმაციას.
  • პროცესი— შესთავაზეთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.
  • პროდუქტები—შესაძლებლობა მიეცით მოსწავლეებს, ივარჯიშონ, გამოიყენონ მიღებული ცოდნა და განავრცონ ის სხვადასხვა მიმართულებით.
  • სასწავლო გარემო—შექმენით მოქნილი სასწავლო გარემო, მშვიდი და ინტერაქტიული ადგილებით და ასწავლეთ ისეთი წესები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას.

Sunday, October 1, 2017

დღე 6

  როგორც ყოველთვის ეს დღეც საინტერესო იყო ჩემთვის, გავეცანით შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკას, რაც სიახლე იყო ჩემთვის, აგრეთვე გავეცანით და ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე,  თავიდანვე რთული მეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ ტრენერის დახმარებით გავართვით თავი.

Tuesday, September 12, 2017

დღე 4

      ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო, ვაღიარებ ტრენინგი უფრო და უფრო საინტერესო ხდება, მუშაობა დავიწყეთ  ჩვენი გეგმების სტანდარტების მორგებაზე , შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე, რაც მართლაც საინტერესო იყო,   და აგრეთვე გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი ჩვენს გეგმებში ... და ბოლოს ისევ და ისევ მადლობა გვანცას...

Monday, September 11, 2017

დღე - 3

    ტრენინგის მესამე დღე  ძალიან საინტერესო, შრომატევადი და დატვირტული იყო.  დასაწყისში განვიხილეთ მოცემული საშინაო დავალებები, შემდეგ ვიმუშავეთ გეგმებზე, გავაკეთეთ პროექტის მონახაზი,  ასევე გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ჩემთვის ეს ყველაფერი მეტად საინტერესო იყო, რადგან ბევრი ახალი რამ  შევისწავლე, თუმცა ისევ დარჩა ბევრი რამ ბუნდოვანი, რასაც მომდევნო შეხვედრებზე გავართმევ თავს, და რა თქმა უნდა მადლობა ტრენერს ასეთი ნაყოფიერი დღისთვის...

Friday, September 8, 2017

დღე-2

       ტრენინგის მეორე დღე  ჩვენი პროექტების იდეების გაზიარებით დავიწყეთ, რამაც საშუალება მომცა თვალნათლივ დამენახა თუ როგორ შეილება წავიდე სწორი მიმართულებით პროექტზე მუშაობის დროს, რა თქმა უნდა ეს არ იყო ამომწურავი ინფორმაცია, მაგრამ ეტაპობრივად ტრენერი მითითებებს და რჩევებს გვაძლევს და მოგვცემს.... ვიმუშავეთ აგრეთვე ბუკლეტების შექმნაზე, სურათების ჩასმაზე  on line-დან, რაც როგორც ყოველთვის დღესაც საინტერესო იყო...   ასევე ტრენერმა მოგვცა მომდევნო დღის დავალება, სამუშაო - ბუკლეტების შექმნა ინდივიდუალურად, ვფიქრობ ეს დღე საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი იყო...