Tuesday, September 12, 2017

დღე 4

      ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო, ვაღიარებ ტრენინგი უფრო და უფრო საინტერესო ხდება, მუშაობა დავიწყეთ  ჩვენი გეგმების სტანდარტების მორგებაზე , შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე, რაც მართლაც საინტერესო იყო,   და აგრეთვე გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი ჩვენს გეგმებში ... და ბოლოს ისევ და ისევ მადლობა გვანცას...

Monday, September 11, 2017

დღე - 3

    ტრენინგის მესამე დღე  ძალიან საინტერესო, შრომატევადი და დატვირტული იყო.  დასაწყისში განვიხილეთ მოცემული საშინაო დავალებები, შემდეგ ვიმუშავეთ გეგმებზე, გავაკეთეთ პროექტის მონახაზი,  ასევე გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ჩემთვის ეს ყველაფერი მეტად საინტერესო იყო, რადგან ბევრი ახალი რამ  შევისწავლე, თუმცა ისევ დარჩა ბევრი რამ ბუნდოვანი, რასაც მომდევნო შეხვედრებზე გავართმევ თავს, და რა თქმა უნდა მადლობა ტრენერს ასეთი ნაყოფიერი დღისთვის...

Friday, September 8, 2017

დღე-2

       ტრენინგის მეორე დღე  ჩვენი პროექტების იდეების გაზიარებით დავიწყეთ, რამაც საშუალება მომცა თვალნათლივ დამენახა თუ როგორ შეილება წავიდე სწორი მიმართულებით პროექტზე მუშაობის დროს, რა თქმა უნდა ეს არ იყო ამომწურავი ინფორმაცია, მაგრამ ეტაპობრივად ტრენერი მითითებებს და რჩევებს გვაძლევს და მოგვცემს.... ვიმუშავეთ აგრეთვე ბუკლეტების შექმნაზე, სურათების ჩასმაზე  on line-დან, რაც როგორც ყოველთვის დღესაც საინტერესო იყო...   ასევე ტრენერმა მოგვცა მომდევნო დღის დავალება, სამუშაო - ბუკლეტების შექმნა ინდივიდუალურად, ვფიქრობ ეს დღე საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი იყო...

Thursday, September 7, 2017

დღე_ 1

         ყოველთვის,  როცა ტრენინგზე მივდივარ პირველი დღე  ჩემთვის    სიახლეებით სავსეა ....  დღესაც იგივე განმეორდა,  თუმცა ვაღიარებ, რომ  თავიდანვე ცოტა უარყოფითად დავიმუხტე,   მეგონა თავს ვერ გავართმევდი მოცემულ დავალებებს, რადგან ჩამონათვალში თუ რა უნდა გავაკეთოთ სამომავლოდ (მუშაობის პროცესში) ბევრი სიახლეა ჩემთვის... მაგრამ ტრენერის  დადებითმა  განწყობამ   მოტივაცია ამიმაღლა და იმედია თავს გავართმევ მოცემულ დავალებებს...