Saturday, October 14, 2017
დღე 9
ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე ჩვენი ნამუშევრების შეფასება- გადამოწმებით დავიწყეთ, გადავამოწმე თუ რა დავალება მქონდა შეუსრულებელი და ვფიქრობ სრულყოფილად შევასრულე ჩვენი სატრენინგო დავალება, ზოგადად ამ ტრენინგმა მასწავლა და მომცა ცოდნა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ და რანაირად შეიძლება მივცე დავალება მოსწავლეებს პროექტთან დაკავშირებით და აგრეთვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ასეთი თბილი ურთიერთობისთვის.
Sunday, October 8, 2017
დღე 8
ძალიან, ძალიან საინტერესო და შრომატევადი დღე იყო, ვიმუშავეთ და შევისწავლეთ თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში, შემდეგ ვიმუშავეთ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო თუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პაქტიკის გამოყენების მიზნით, ამ მხრივ ჩემი ცნობიერება ძალიან ამაღლდა და რა თქმა უნდა მადლობა ტრენერს... შემდეგ ვიმუშავეთ თუ როგორ ავტვირთოთ ბლოგზე ბმულები და გამოვაქვეყნოთ.
Saturday, October 7, 2017
დღე 7
ტრენინგის მეშვიდე დღე ჩვენი შესრულებული პრეზენტაციების დავალებების გარჩევით დავიწყეთ, და ვიტყოდი მეტად საინტერესო იყო. შემდეგ ვიმსჯელეთ და გავიგე რომ არსებობს დიფერენცირებული სწავლების 4 მეთოდი.
- შინაარსი—გაითვალისწინეთ, რა სჭირდებათ მოსწავლეებს, რომ ისწავლონ, ან როგორ იღებენ საჭირო ინფორმაციას.
- პროცესი— შესთავაზეთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.
- პროდუქტები—შესაძლებლობა მიეცით მოსწავლეებს, ივარჯიშონ, გამოიყენონ მიღებული ცოდნა და განავრცონ ის სხვადასხვა მიმართულებით.
- სასწავლო გარემო—შექმენით მოქნილი სასწავლო გარემო, მშვიდი და ინტერაქტიული ადგილებით და ასწავლეთ ისეთი წესები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას.
Sunday, October 1, 2017
დღე 6
როგორც ყოველთვის ეს დღეც საინტერესო იყო ჩემთვის, გავეცანით შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკას, რაც სიახლე იყო ჩემთვის, აგრეთვე გავეცანით და ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე, თავიდანვე რთული მეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ ტრენერის დახმარებით გავართვით თავი.
Subscribe to:
Posts (Atom)